1
|
გაკვეთილის გეგმა
|
აკაკი წერეთლის,,ბაშია-ჩუკი'' ვაჯა-ფშაველას ,,ბახტრიონი'',მე-17საუკუნის საქართველოს ისტორიული ვითარება და დემოგრაფიული მდგომარეობა
|
2
|
სწავლების საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა
განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთთთთთთა რაოდენობა და პროფილი
|
საბაზო vlll-კლასი
21-მოსწავლე
ასეთი საჭიროებების მქონე მოსწავლეები კლასში არ არიან.
|
3
|
ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების სახელი,გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა-ლიანა ჩუბინაშვილი
გეოგრაფია-ირმა ლაფაური
|
4
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
|
ქართული ენა და ლიტერატურა:შესწავლილი ლიტერატურული მასალიდან, კერძოდ მოთხრობა ,,ბაში-აჩუკიდან'' დემოგრაფიული თვალსაზრისით საჭირო მასალის მოძიება;ამავე თვალსაზრისით ვაჟა ფშაველას პოემა,,ბახტრიონის'' გაცნობა;მოძიებული მასალის XVII-საუკუნის ისტორიულ წყაროებთან შეჯერება;შესაბამისად მოსწავლეთAსხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარება: დამოუკიდებელი კითხვის,წაკითხულიდან საჭირო მასალის გამოკვეთის,ანალიზის,შეჯერების,ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგების, მიღებული ცოდნის გაკვეთილის პროცესში გააქტიურების,სხვათა მოსმენის და ასე შემდეგ;ასევე შეძლებენ გაკვეთილის ბოლოს ვიცოდი/ვისწავლე/მაინტერესებს სქემის ჯგუფში შევსებას და ამასთანავე დარიგებულ ფურცლებზე სათაურით,,რით იყო ჩემთვის საინტერესო დღევანდელი გაკვეთილი'',საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
გეოგრაფია:
გეოგრაფიაში დემოგრაფიასთან დაკავშირებული შესწავლილი მასალის ლიტერატურაში ნასწავლთან და ასევე ისტორიულ წყაროებში მოძიებულ ფაქტებთან დაკავშირება,გაანალიზება,დასკვნის გამოტანა,საკუთარი აზრის გახმოვანებ ა,მოსმენის უნარ-ჩვევის განვითარება,ლექსიკური ერთეულების განმარტების გახსენება;გააკეთებენ საშინაო დავალები
პრეზენტაციას.მოსწავლეები შეძლებენ თაბახის ფურცლებზე მოცემული ცხრილისა და გრაფიკის გაცნობის შემდეგ ინფორმაციის ინტერპრეტაციას,ანალიზს,,გამოიტანენ გასკვნებს, შემდეგმასწავლებლის მიერ დასმულ
კითხვებზე პასუხის გაცემას და
ბოლოოს გამოიტანენ დასკვნას.
|
5
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქართული ენა და ლიტერატურა:ქართ.მე-8.მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან.ქართ.მე-8.5დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს,ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედფეგობრივ კავშირებს.
გეოგრაფია:გეო.VIII.7მოსწავლეს შეუძლია მიგრაციის პროცესის თავისებურებების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
.დემოგრაფიულ საკითხზე მსჯელობისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას;
.განასხვავებს მიგრაციის ტიპებს(გარე,შიდა..)
.ვარაუდობს მიგრაციის შესაძლო შედაგაბზე ინდივიდისა(რომელიც ჩართულია ამ პროცესში)და ქვეყნისებისათვის(საიდანაც და საითაც მიმართულია კონკრეტული მიგრაცია)
.ეცნობა სტატისტიკურ მასალას და მსჯელობს ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მიზეზების შედეგად გარე და შიდა მიგრაციულ პროცესების ცვლილებებზე.
|
6
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
ლიტერატურა:
l-აქტივობა(1-2წთ.)-მოთელვა-რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის რაოდენობას ქვეყნისთვის?
ll-აქტივობა(4წთ.)-კითხვები,მუშაობა კლასთან:
1)რა არის ინტეგრაცია?
2)დღევანდელ გაკვეთილზე რომელ საგნებში შესწავლილი მასალის ინტეგრაცია დავისახეთ მიზნად?
3) ამ თვალსაზრისით რომელი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან შევეცადეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია?
lllაქტივობა(10წთ.)მუშაობა კლასთან-მოსწავლეების მიერ აკაკი წერეთლის მოთხრობა ,,ბაშიიიიიაჩუკისა''და ვაჯა ფშაველას პოემა ,,ბახტრიონში''მოძიებული ტექსტობრივი მასაკლის პრეზენტაცია და მონაცემების დაფაზე დაფიქსირება.
lvაქტივობა(7წთ.)მუშაობა კლასთან;xvll-საუკუნის შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროებში მოძიებული მასალის წარმოდგენა,შესაბამისი ცნობების დაფაზე დაფიქსირება.
v-აქტივობა(3წთ.)გონებრივი იერიშით წყვილებში მუშაობის შემდეგ დაფაზე მოცემული მონაცემების საფუძველზე დასკვნის გაკეთება.
გეოგრაფია:
vl-აქტივობა(5-7წთ.)-კითხვა პასუხის რეჟიმში,მუშაობა კლასთან
1.გავიხსენოთ ლექსიკური ერთეულები:დემოგრაფია, ემიგრანტი,იმიგრანტი,დიასპორა,მოსახლეობის აღწერა…
2. გაიხსენონ გვქონდა თუ არა საქართველოს(რეგიონების)მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა..ან სავარაუდო? რომელი
წლიდან გვაქვს მოსახეობის ზუსტი რაოდენობა..გააკეთონ კავშირები ამ საკითხებზე და გამოიტანონ დასკვნა.
3. გეოგრაფიაში
ნასწავლი (ტერმინ ოლოგიიდან:დემოგრაფია,დიასპორა,აღწერა..) დემოგრაფიის საკითხები
დაუკავშირონ ლიტ.ნასწავლ მასალას.გაანალიზონ და გააკეთონ დასკვნები...
xvllს-ის საქარღველოში სად იქმნება დიასპორა..ნებაყოფლობითია თუ იძულებითი,..
4.
როგორც ავღნიშნეთ,წინა საუკუნეებში იძულებით შეიქმნაქართველთა დიასპორა ირანსა და თურქეთში.დაასახელეთ ნებაყოფლობითი დიასპორა..
5.
თქვენს მიერ წარმოდგენილ,როგორც ლიტერატურულ ასევე ისტორიულ წყაროებში ნახსენები 80 000 ჩამოსახლებული თურქმანი ჩაითვლება თუ არა საქართველოშიარსებულ დიასპორად ..რატომ?
vll-აქტივობა(5-6-წთ.)-
საშინაო დავალებად მიცემული მოსაძიებელი დავალების პრეზენტაცია
vlll-აქტივობა-(2-3წთ.)-გონებრივი იერიშით დასკვნის გაკეთება.
lxაქტივობა(5წთ.)-დარიგებულ თაბახის ფურცლებზე ჯგუფებში
ინფორმაციის ინტერპრეტაცია..,ანალიზი,დასკვნის გაკეთება -პრეზენტაცია.
|
7
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი(შეფასების რუბრიკა,რომლის ქსერო ასლიც მოსწავლეებს 2-დღით ადრე მიეწოდათ,თან ერთვის გაკვეთილის გეგმას.
|
8
|
საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსი
|
vllკლასის ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო,აკაკი
წერეთლი ს მოთხრობა''ბაში-აჩუკი'',ვაჟა
ფშაველას პოემა ,,ბახტრიონი'',ისტორიის სახელმძღვანელო;საქართველოს ისტორია,ტ.მე-2,მარიამ ლორთქიფანიძე
და სხვანი..ინტერნეტ რესურსი;მე-8 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო;თაბახის ფურცლები
სათანადო დავალებებითა და ქსერო ასლის აპარატით გამრავლებული;დაფა,ცარცი.
|
ინტეგრირებული გაკვეთილები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment