დამრიგებლის პორტფოლიო

ანგარიში

 ახალი სასწავლო წელი  ჩემთვის ყოველთვის სიხარულის მომტანი იყო.მაგრამ 2015-2016 სასწავლო წელი ჩემთვის განსაკუთრებულია,რადგან პირველად უნდა მივიდე სკოლაში როგორც კლასის ხელმძღვანელი(კლასის დამრიგებელი).
კარგად გავათვითცნობიერე დამრიგებლის უფლება-მოვალეობები,როგორც ზოგადად ისე ჩვენი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით,დარწმუნებული ვარ პირნათლად შევასრულებ ჩემზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
შესასრულებელი საკითხები:
 შევადგენ და დირექციას დასამტკიცებლად წარვუდგენ კლასის აღმზრდელობითი მუშაობის  გეგმას,რომლის შინაარსი ეფუძვნება სკოლის მისიას,განისაზღვრება სადამრიგებლო პროგრამით,სკოლის საერთო ამოცანებით,მოსწავლეთა ასკობრივი თავისებურებებით,სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვ..
მოსწავლეთა პირადი საქმეების გაცნობა,მოწესრიგება.
სახელმძღვანელოთა მოწესრიგება,განაწილება,შეხვედრა მშობლებთან ხელშეკრულების პირობების გაცნობა,სკოლის შინაგანა წესის გაცნობა,მოსწავლეთა ქცევის კოდექსის გაცნობა
ყოველი მოსწავლის მიდრეკილებებისა და საჭიროებების დადგენა,მათ განვითარებაზე ზრუნვა.ანკეტირება(მოსწავლეთა უკეთ გასაცნობად)
მოსწავლეებთან ერთად კლასის ქცევის წესების ურთიერთშეთანხმებულად შედგენა.მორიგეობისა და გაკვეთილების ცხრილების გაცნობა.
მოსწავლის მშობელთან /კანონიერ წარმომადგენელთან მუდმივი კონტაქტი,დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გაცნობა.მოსწავლეთა გაცდენებზე,მოსწრებებზე მუდმივი ორმხრივი კონტროლი.
კლასის საათის დაგეგმვა  ყოველ პარასკევს.
მშობელთა კრებების მოწვევა.
მთელი წლის მანძილზე მოვახდენ და დავაფიქსირებ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებს ,ღონისძიებებს,მოსწავლეთა წარმატებებს და ანგარიშის სახით წარვუდგენ სკოლის დირექციას სასწავლო წლის ბოლოს.კლასის საათზე ვისაუბრებთ კლასის პრობლემებზე,წარმატებებზე, მიზნებზე,მომავალ გეგმებზე და სხვა სახის საორგანიზაციო საკითხებზე.კლასის საათის ჩატარების ბოლოს მოსწავლეებისაგან მივიღებ უკუკავშირს..რა გაიგეს..და რა ისწავლეს ამ შეხვედრაზე,რა იყო განსაკუთრებული ,მათთვის საინტერესო,,რა მოეწონათ და რა არა..შესაძლებელია კლასის საათი  ჩავატარო  კლასის გარეთ,მუზეუმში...თავდაპირველი კლასის საათის ჩატარებისას მოსწავლეებს გავაცნობ ,,მოსწავლეთა ქცევის კოდექსს" ასევე გაეცნობიან ,,სკოლის შინაგანა წესის,, ძირითად მოთხოვნებს.რის შედეგაც თვითოეული მოსწავლე (შესაბამის უწყისში) ხელმოწერით დაადასტურებს რომ გაეცნო აღნიშნულ კოდექსს,შემდგომ ჩავატარებ  მშობელთა კრებას.სადაც ვისაუბრებ თუ როგორ  უნდა მივარწიოთ ერთად  რომ მათი შვილები იყვნენ მოწესრიგებულები და წარმატებულები,,ასევე  გავაცნიობ შეფასების კრიტერიუმებს..კომპონენტებს(საშინაო დავალება,საკლასო სამუშაო,შემაჯამებელი)და  ავუხსნი  თვითოეული მათგანის  დანიშნულებას  საბოლოო ნიშანზე.ასევე  გავაცნობ  რომ   დაგეგმილი მაქვს  ექსკურსია მოსწავლეთა უკეთ გაცნობასთან დაკავშირებით.და შესაბამისად გავაცნობ  პროექტს რომლის განხორციელებაც მოხდება  ექსკურსიის დროს..ავაცნობ  ასევე ექსკურსიის  მარსრუტსაც  და ვისაუბრებთ ორგანიზაციის საკითხებზე.
არსებობს მშობელთა კრების სხვადასხვა ფორმები:
საინფორმაციო -მიმართულია სკოლის წესებისა და სიახლეების  გაცნობაზე.
საკონსულტაციო- მიმართულია სკოლის საერთო საქმესთან დაკავშირებით მშობელთა აზრის  .
ერთობლივი-ტარდებაბავშვებთან ერთად სხვადასხვა პრინციპული საკითხების გასარჩევად.
საანგარიშო- რომელიც ეძღვნება სხვადასხვა სფეროში ბავშვების მოსწრებას.
დახმარებითი-ეძღვნება ცალკეული ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის დახმარების გაწევას.
საგანმანათლებლო-ეძღვნება სწავლასთან და აღზრდასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემების განხილვას.
პირველი მშობელთა კრება იქნება ძირითადად საინფორმაციო,საგანმანათლებლო და  გაცნობითი ხასიათის.ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით,გავაცნობ საგნების ჩამონათვალს, გაკვეთილების ცხრილს,დღის რეჟიმს,იმ პედაგოგებს რომლების  ასწავლიან მათ შვილებს,ვესაუბრები ჩემს სამომავლო გეგმებზე,თუ რის გაკეთებას ვაპირებ მთელი წლის მანძილზე(რომ ჩემს მოსწავლეებს მივაღებინებ სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებზე მონაწილეობას.გამოვუშვებთ კედლის გაზეთს...ასევე მშობლებს ვესაუბრები რომ სურვილი მაქვს თვითოეულ მოსწავლეზე (ან კლასზე)გავაკეთო სლაიდირომლისთვისაც მასალებს შევაგროვებ მთელი წლის განმავლობაში და წლის ბოლოს მშობლებთან,ბავშვებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად გავაკეთებ პრეზენტაციას.მშობლებს ვთხოვ,თუ მათი შვილი მიაღწევს რაიმე წარმატებას ნებისმიერ სფეროში აუცილებლად შემატყობინონ,რათა ეს ყველაფერი დაფიქსირდეს ბავშვის პირად საქმეში.

I-სემესტრის ბოლოს  ბოლოს მოვიწვევ მშობელთა კრებას,რომელიც წარიმართება დიალოგის რეჟიმში.თვითოეულ მოსწავლეზე მომზადებ ული მექნება შეფასების ფურცელი,რომლის საშუალებით გავაცნობ მშობლებს საკუთარი შვილების ნიშნებს,რამდენი მოსწავლიდან რამდენია ათოსანი..რამდენი 9-ოსანი,8-ოსანი.ავღწერ კლასის საერთო სურათს,როგორი მდგომარეობაა კლასში,რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დავინახე და როგორ ვაპირებ მათ გამოსწორებას.მოვისმენ მშოგლების აზრსაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით..მოვინიშნავ და დავპირდები რომ ყველა შენიშვნაზე საკითხთან დაკავშირებით მოვახდენ რეაგირებას..ბოლოს  ერთმანეთს ვუსურვებთ წარმატებებს..


კრება ll-სემესტრის ბოლოს..მშობლებს გავაცნობ რომ ვაკვირდებოდი თვითოეული მოსწავლის ქცევას,ვსწავლობდი მათ როგორც დადებით ასევე უარყოფით თვისებებს  და ვახდენდი შესაბამის რეაგირებას, ვისაუბრებ როგორ  გაითვალისწინეს მოსწავლეებმა პირველი სემესტრში ჩემი რჩევები..ვისაუბრებთ სწავლის ხარისხზე და აკადემიურ მოსწრებაზე ,სირთულეზე..და  გავაცნობ ასევე  რომ  ვაპირებ ექსკურსიის მოწყობას გავაცნობ მარშრუტს,ვისაუბრებთ მათთვის საინტერესო 

No comments:

Post a Comment