9 კლასი სამიზნე ცნება - „მოსახლეობა და მეურნეობა“ ;გეოგრაფიული კვლევა, გეოგრაფიული ანალიზი“ საკვანძო შეკითხვა : 1. როგორ დავაფიქრო მეგობრები მინი პროექტის საშუალებით იმაზე, თუ რატომ ტოვებენ მთას ადამიანები და მიდიან ბარში საცხოვრებლად? 2.როგორ გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები ადამიანის სამეურნეო საქმიანობაზე, საქართველოში? 3.განვითარების როგორი პერსპექტივები აქვს საქართველოში მთიან რეგიონებს? შედეგები - გეო. საბ. 1;2;3; 7;8 |
საკითხი: მთისა და ბარის მცხოვრებნი |
კომპლექსური დავალების პირობა საქართველოში მთიანი რეგიონებიდან ყოველწლიურად მოსახლეობა მიგრირებს ბარში, რაც ძალიან ცვლის მთის ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და საქმიანობას და მცირდება ქვეყნის ეკონომიკაში მთაში წარმოებული პროდუქციის წილი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონიდან არის და სჭირდება თქვენი დახმარება, ღირს თუ არა შეინარჩუნოს მთიან რეგიონში თავისი მემკვიდრეობა: სახლი და ადგილ-მამული, არსებული რეალობიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე; გაეცანი მასალას და მოამზადე მინი პროექტი. თქვენ მიერ შექმნილ მინი პროექტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: · რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები მთის მოსახლეობის დინამიკაზე, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურასა და მეურნეობის დარგების განვითარებაზე; (მოსახლეობა და მეურნეობა მ. წ 1.2) (გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი მ. წ 1,2, 3) · რა გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარება მთიანი რეგიონების დასახლებების განვითარებაზე; (მოსახლეობა და მეურნეობა მ. წ 3) (გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი მ. წ 4) ნაშრომის წარდგენისას აღწერე კვლევის რა ეტაპები გაიარე მოგზაურობის მარშრუტზე მუშაობის დროს. |
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ: · დავალებას გარდა ზოგადი შესავალი ტექსტისა დანართი N 2; ახლავს სიტუაციები ე.წ. „ქეისები“ სიტუაცია N 1; სიტუაციაN 2; სიტუაცია N 3; შეგიძლია შეარჩიო, რომელიმე კონკრეტული სიტუაცია და მასზე დაყრდნოით შეიმუშაოთ მინი პროექტი; · იმისათვის, რომ განსაზღვროთ როგორი სახვორებელი პირობებია საქართველოს მთიან რეგიონებში ყურადღებით გაეცანი დანართი N 2, სადაც ყურადღებას გაამახვილებ გეორაფიულ გარემოზე; პრობლემებზე რის წინაშეც დგას მთის მოსახლეობა; რატომ მიდიან მთიდან ბარში; · დანართი N 2-ში მოცემული ინტერაქტიული სქესობრივ-ასაკობრივი დიაგრამა (იხ.სქესობრივ ასაკობრივი დიაგრამა ) დაგეხმარება გაანალიზო როგორია მთაში მოსახლოების რაოდენობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ამავე დროს განსაზღვრო, რა დემოგრაფიული პრობლემები იჩენს თავს; · მოცემული რესურსები დაგემხარებ, მიიღო დეტალური ინფორმაცია მთის მოსახლოების განსახლებაზე, სიმჭიდროვეზე, წარმოებული პროდუქტების მიხედვით მიღებულ შემოსავლებზე (საქართველოს მოსახლოების სიმჭიდრობის რუკა http://gis.geostat.ge/GeoMap/layersw/index.html მცხეთა- მთინეთის ინტერაქტიული რუკა: https://www.geostat.ge/regions/ კახეთი- https://www.geostat.ge/regions/ რეგიონების- https://www.geostat.ge/regions/) · თქვენს მიერ შერჩეული სიტუაციიდან გამომდინარე ყურადღება გაამახვილე შესაბამისი მთიანი მხარის მეურნეობის დარგებზე; · იმისათვის, რომ იმსჯელო მთიანი დასახლებების განვითარების პერსპექტივებზე, ყურადღება გაამახვილე რესურსზე „მთის კანონი“, ამავე დროს იმ ბუნებრივ და კულტურულ რესურსებზე, რომელიც მთიან რეგიონებს გააჩნია და როგორ შეიძლება მათი გამოყენება როგორც კონკრეტული დასახლების ასევე ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარებისათვის. · მინი პროექტის შესაქმნელად გამოიყენე დანართი N 1; კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს ეტაპობრივად დამუშავდება შემდეგი ქვეცნებები: დეპოპულაცია; შიდა მიგრაციები; გეოდინამიური, მოსხლეობის დინამიკა; სპეციალიზაციის დარგები( მეცხვარეობა, მეძროხეობა, მერძევეობა; მეკარტოფილეობა, მემარცვლეობა) მოსახლოების სქესობრივ-ასაკობრივი სტურქტურა.... |
დანართი №1
როგორ დავწეროთ პროექტის მოკლე აღწერილობა
თავფურცელი – პროექტის სახელწოდება, ვადები, ორგანიზაცია და სხვა დეტალები აქ იწერება. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია. ხშირად, საგრანტო კონკურსებს საკუთარი განაცხადის ფორმები აქვთ.
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება - აღნიშნეთ კონკრეტული პრობლემა, რომლსაც ეძღვნება პროექტი და არგუმენტირებულად დასაბუთეთ მისი აქტუალობა.
მიზანი - ჩამოაყალიბეთ პროექტის მიზანი, მოახდინეთ მისი ფორმულირება ნათლად და კომპაქტურად, აღწერეთ მოსალოდნელი შედეგები.
ამოცანები და განხორციელების გზები - ამოცანები ის ეტაპებია, რომელთა თანამიმდევრული და ზუსტი განხორციელებით რეალიზდება მიზანი. მაშასადამე, ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევად.
მონაწილეები და ბენეფიციარები. ბენეფიციარები არიან სარგებლის მიმღები პირები. მონაწილეები არიან უშუალოდ ის ადამიანები, ვინც განახორციელებს პროექტში აღწერილ აქტივობებს. მონაწილეებია ორგანიზატორი, თანაშემწე, ხელმძღვანელი, მენეჯერი და ა.შ.
მოსალოდნელი შედეგები და რისკები - ამ ნაწილში უნდა აღწეროთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას. შედეგები რეალისტური უნდა იყოს და პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობდეს. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად, კორექტული ფორმით იქნება წარმოდგენილი.
ასევე, აღნიშნეთ მოსალოდნელი რისკები. რა შეიძლება არ გამოგივიდეთ? იქნებ, საზოგადოებამ არ გამოიჩინოს ინტერესი პროექტის მიმართ, ან ცუდმა ამინდმა პროექტის ვადებზე იმოქმედოს. აღწერეთ ყველა რეალური რისკი.
დანართი N2
მთისა და ბარის მცხოვრებნი
საქართველოს ტერიტორიის 54% მთიან ტერიტორიებს წარმოადგენს, რომელთა უმრავლსობაც ექსტრემალურ პირობებითა და გეოდინამიური ( ენდოგენური ,შიდა ღრმა პროცესები) პროცესებით ხასიათდება, რაც ართულებს საქართველოს მაღალმთიანეთის გეოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ეს ფაქტი კი განაპირობებს, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებში დეპოპულაციის (მოსახლეობის შემცირება)პროცესს. გარემო ფაქტორები, რომელთა გამოც შესაძლებელია დატოვოს სოფლები მოსახლეობამ, შეიძლება იყოს: კომუნიკაციის პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა, სოციალურ-კულტურული ცხოვრების არ არსებობა, სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა, მოუწესრიგებლი ინფრასტრუქტურა, დაბალნაყოფიერი ნიადაგი და სხვა.
საინტერესოა მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირეული საკითხები, რომელიც განიცადა დროთა განმავლობაში საქათველოს მაღალმთიანმა რეგიონებმა. საქართველოში ათობით წლების მანძილზე არსებული დემოგრაფიული პრობლემები, განსაკუთრებით თვალსაჩინო 1990-იანი წლების პირველ ნახევრიდან გახდა, და დღეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად განიხილება საქართველოს დემოგრაფიულ გამოწვევაში. მთები მსოფლიოში ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, ბუნებრივი სრულყოფილებით და უნიკალურობით გამოირჩევა, ამიტომ არა თუ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაუდაბურება, არამედ პირიქით უნდა იქნეს აღმოფხვრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის მიგრაციას. რთული, მთიანი რელიეფი, მცირემიწიანობა ხელს უწყობს მოსახლეობის ძლიერ მიგრაციას, მძიმე საცხოვრებელი პირობები, სავარგულებისა და ფართო განსახლებისთვის ვარგისი ტერიტორიების სიმცირე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელის განუვითარებლობა და უნიკალური ბუნებრივი და რეკრეაციული რესურსების ნაკლებად ათვისება ქმნის რთულ სიტუაციას, რაც ემიგრაციას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან კვლავ ააქტიურებს. ეს კი ყოველწლიურად ამცირებს მოსახლეობის რიცხოვნებას, განსაკუთრებით აქტიურად ტოვებს მთიანი მხარის სოფლებს ახალგაზრდობა, რაც აისახება სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაზე ( იხ.სქესობრივ ასაკობრივი დიაგრამა ), უარესდება დემოგრაფიული სიტუაცია. რეგიონი გამოირჩევა მცირერიცხოვანი სოფლებით. 50 სოფელში ცხოვრობს 10-ზე ნაკლები ადამიანი. მაღალმთიანი ნაწილი შედარებით ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სპეციალური პოლიტიკის გატარება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც, დემოგრაფიული თვალსაზრისით კრიტიკული მდგომარეობის შექმნის გამო შესაძლებელია მაღალმთიანი სოფლების მთლიანად დაცლა მოსახლეობისგან. მთიანი ტერიტორიების მოსახლეობა, მსოფლიოს არაერთ რეგიონში და მათ შორის საქართველოშიც მიგრაციას განიცდის. მოსახლეობის გადაადგილება ძირითადად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. მთის სოფლებიდან ბარის სოფლებისკენ;
2.მთის სოფლებიდან ქალაქებისკენ ;
მაღალია სხვა სახელმწიფოებში შრომითი მიგრაციის მაჩვენებლებიც.
სულ რაღაც 120 წლის წინ, კერძოდ, 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა 1 919 000 კაცი იყო და აქედან ქალაქის მაცხოვრებელი მხოლოდ - 16%, (ანუ 84% სოფლად ცხოვრობდა), 1926 წელს - 22 %, 1939 წელს - 30 %, 1959 წელს - 42%, 1979 წელს - 52%, 1989 წელს - 56% (სწორედ იმ აღწერით ვიყავით ბოლო ორასწლეულში ყველაზე მეტი - 5,4 მილიონი), 2002 წელს - 52% და 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 57% ქალაქში ცხოვრობს. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად გაცილებით მეტი. უკანასკნელ ასწლეულში სულ უფრო მეტად, თითქმის უკანმიუხედავად ტოვებს ხალხი სოფელს, სამაგიეროდ, ქალაქის, უფრო მეტად, თბილისის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება და ქვეყანა თავკომბალას ემსგავსება. ადამიანების მესამედზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს.
ამავე აღწერით, საქართველოში 223 სოფელია, სადაც მოსახლეობის გრაფაში - 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა აღწერის დროს, ანუ 2002 წელს, შეიძლება ვიღაც კიდევ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ახლა აღარავინ სახლობს.
157 სოფელია 1-დან 5 მცხოვრებით, 98 სოფელში 5-10 კაცია, 828 სოფელში 11-100 კაცი, 503-ში 101-200, 893-ში 201-500, 517-ში 501-1000, 271- ში - 1001-2000, 86-ში - 2001-3000, 45-ში 3001-5000 და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს.
2014 წლის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში 3633 სოფელია, სადაც 1 591 000 კაცია, ანუ მოსახლეობის 42%.
საქართველოს მოსახლოების სიმჭიდრობის რუკა http://gis.geostat.ge/GeoMap/layersw/index.html
მცხეთა- მთინეთის ინტერაქტიული რუკა: https://www.geostat.ge/regions/
კახეთი- https://www.geostat.ge/regions/
რეგიონების- https://www.geostat.ge/regions/
უკანასკნელ ათწლეულებში, საქართველოს მთიან რეგიონებში, გაიზარდა ინტერესი ბუნებრივი და ეთნოკულტურული ფასეულობების დაცვისადმი. აღინიშნება არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოება და ახლის შექმნა, რასაც გარკვეულწილად მოსახლეობის მიგრაცია და „თავისუფალი“ არეალების არსებობა უწყობს ხელს. დაცული ტერიტორიებიდან განსაკუთრებული პოპულარობით ეროვნული პარკები სარგებლობს, სადაც შენარჩუნებულია საზოგადოების და ბუნების თანაცხოვრების გამორჩეული მაგალითები, ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება. გარკვეული მთიანის სისტემები ინარჩუნებენ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, რადგან მათზე გადის
სურ.თუშეთი; სოფ. ომალო |
უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური დანიშნულების გზები და უღელტეხილები. ხშირად მთიანი ტერიტორიები წარმოადგენენ ბუნებრივ საზღვარს და წყალგამყოფებს, რომლებიც ემთხვევა სახელმწიფოთა ან ეთნიკურ საზღვრებს. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა სამხედრო მოქმედებები მიმართული იყო ამგვარი წყალგამყოფებისა და
გამოყენებული ლიტერატურა : (https://openscience.ge/bitstream/1/1577/1/MA%20Thesis%20Birtvelishvili%20Ani.pdf)
საქართველოში მთიანი რეგიონებიდან მიგრაცია 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის შედეგად დაიწყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობა რუსთავში ჩამოსახლდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მკვიდრები ქუთაისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და მანქანათმშენებელ ქარხანაში მოეწყვნენ სამუშაოდ. თუ გავითვალისიწინებთ ქართველი დემოგრაფების დასკვნას- მთიანეთის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. „სასოფლო – სამეურნეო პროფესიები ახალგაზრდობის თვალში არაპრესტიჟულია და მიისწრაფიან „ქალაქური“ პროფესიებისაკენ, ხოლო მთაში და საერთოდ სოფლად არ გვყოფნის სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: ექიმები (განსაკუთრებით პედიატრები), მასწავლებლები, აგრონომები, ზოოტექნიკოსები, ვეტექიმები და სხვა. ამასთან, ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც სასწავლებლად მიდიან ქალაქში, სპეციალობების დაუფლების შემდეგ არ სურთ სოფლად დაბრუნება. დემოგრაფებს მიაჩნიათ, რომ მთაში მშობლიურ ადგილებში, მოსახლეობის პატრიოტიზმით დამაგრება ან დაბრუნება ვერ მოხდება, თუ ცხოვრებისა და შრომის პირობები არ გაუმჯობესდება. მოსახლეობის მაღალი მიგრაციული დონე მთიდან ბარში გაგრძელდება და მოსახლეობაში ხანდაზმულთა ხვედრითი წილის
ზრდის პრობლემა ვერ გადაიჭრება : „მთის რაიონები ყოველთვის უზრუნველყოფდნენ რესპუბლიკას ხორცითა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტებით (რძე, ყველი, ერბო, კარაქი, მატყლი და ა.შ). ეს ტრადიცია უნდა აღდგეს, რისთვისაც საჭიროა სოფლად კოოპერირების გაფართოება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მთიან რაიონებში, სადაც ბუნებრივი პირობები (საძოვრები, მუხის ტყეები და სხვა) ყველანაირ საშუალებას გვაძლევს ამ ფორმის განვითარებისათვის.
მთიან ტერიტორიებს მსოფლიოს ხმელეთის თითქმის მეოთხედი უკავია, რომლის მიმდებარე გორაკ-ბორცვებსა და ვაკეებზე ცხოვრობს დედამწის მოსახლეობის 40%. ამრიგად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი და მოკიდებულია მთებიდან მიღებულ წყალსა და ენერგიაზე, კვების პროდუქტებსა და ტყის რესურსებზე. მთები წარმოდგენილია ყველა კონტინენტზე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან: მდებარეობის, ფართობის, სიმაღლის, ოროგრაფიის, ბუნებრივი პირობების, სიმაღლებრივი სარტყლურობის, ბარიერული თვისებების, წარმოშობის, განვითარების, ბიომრვალფეროვნების, ჰავის, რესურსების, მოსახლეობის, გეოპოლიტიკური ვითარების, განვითარების დონის და სხვა არაერთი მაჩვენებლის მიხედვით . ამავე დროს, საყურადღებოა მთიან რეგიონებში პლატოების, მაღალმთიანი, საშუალო და დაბალმთიანი რელიეფის ფორმების თანაფარდობა, რაც განაპირობებს მისი სამეურნეო გამოყენების ფორმებს. მთებს მსოფლიოს 53 ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია, ხოლო 45 ქვეყნის საერთო ფართობის 25 – 50%. მთებში წარმოდგენს ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის 20%, რაც განპირობებულია მაღალი ბიოლოგიური და ისტორიულ-კულტურული მრავალფეროვნებით, რელიგიური ობიექტების მრავალი ადგილსამყოფელით, მაღალი პოტენციალის მქონე რეკრეაციული რესურსებით. მთებს განსაკუთრებული ადგილი უკავია მტკნარი წყლის რესურსების ფორმირებაში. მთის მდინარეები აღდგენადი ბუნებრივი რესურსების უმნიშვნელოვანესი წყაროა თითქმის ყველა მსხვილი დასახლებული პუნქტის თუ მოსახლეობის თავმოყრის არეალებისთვის. მთებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სიმაღლებრივი სარტყლურობის თავისებურებანი, რაც არაერთ ფაქტორს უკავშირდება. მათგან მთავარია სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურის კლების ტენდენციები და ექსპოზიცია. ტემპერატურული გრადიენტი ყოველ 100 მეტრზე ასვლისას საშუალოდ 0.50-0.60ს შეადგენს, თუმცა იგი განსხვავდება ადგილმდებარეობის და კლიმატური სარტყლის მიხედვით.
სიმაღლებრივი სარტყლურობა ანუ სიმაღლებრივი ზონალობა არაერთ გეოგრაფიული მახასიათებელს უკავშირდება. მათ შორის მნიშვნელოვანია ადამიანის ეკოლოგია, ბიოლოგიური პროდუქტიულობა და პოტენციალი, მიწის და წყლის რესურსების განაწილება, სამეურნეო საქმიანობის ტიპები და მასშტაბები, რეკრეაციულად ეფექტური პეიზაჟები და სხვ. აღსანიშნავია მთიანი სისტემების ბარიერული თვისებებიც, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს არა მარტო ბუნებრივი გარემოს ფორმირების ან ბუნებრივი მოვლენების ხასიათს, არამედ გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებებს. ისტორიულ წარსულში მთები ძირითად ბარიერად წარმოჩინდებოდა, რაც განსაზღვრავდა ჰავის, მდინარეთა აუზების და შესაბამისად – სახელმწიფოთა კონფიგურაციის ფორმირებას.
მთიანი ტერიტორიების გამოყენების ფორმები და მასთან დაკავშირებული პრობლემები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარების დონესთან. თუ განვითარებად ქვეყნებში მთიანი რეგიონები „გამოირჩევიან“ ეკონომიკური ჩამორჩენილობით, სოციალური დაძაბულობით და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლებით, საპირისპირო ვითარებაა განვითარებულ ქვეყნებში.
სურ. შვეიცარიის სოფელი- ცერმატი |
მთები ცნობილია კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ობიექტით და წმინდა ადგილით. რელიგიური ადგილები და სალოცავები უზრუნველყოფენ არაერთი ერის სულიერ ენერგიას და ორიენტაციას. აქვეა მსოფლიოში ცნობილი ტერასული მეურნეობის არაერთი ადგილი, სადაც სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული ფორმებია შექმნილი. ყურადღების ფოკუსშია მთების ბუნებრივი, სამეურნეო, ეთნოკულტურურლი თუ გეოპოლიტიკური განვითარების ტენდენციები, მოსახლეობის სოციალური ინტერესები, ეკოლოგიური პრობლემატიკა და სხვა მიმართულებები.
სურ. ანანურის სამონასტრო კომპლექსი |
მთის კანონი
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უმეტესობა განიცდის დეპოპულაციის პროცესს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაერთი უძველესი დასახლებული ადგილის გაუდაბურება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისათვის, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც „მთის კანონის’ სახელწოდებით არის ცნობილი (2015 წლის 16 ივლისი). ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას,ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას; ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მრეწველობის განვითარება და მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა; თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების შენარჩუნება და მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა; გზების მშენებლობის მოწესრიგება; წიაღისეულით რაციონალური სარგებლობა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მაღალმთიან რეგიონებზე, რომლებიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მთლიანად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის ცნებას, რომლის თანახმადაც, ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლებს სტატუსი ენიჭება საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა. მთის კანონი გულისხმობს ისეთ სოციალურ შეღავათებს საპენსიო დანამატებზე; კომუნალური გადასახადებზე შეღავათებს ( ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) და შეღავათიანი სამედიცინო მომსახურება და პერსონალის დამატებითი ანაზღაურება, მცირე მეწარმეებზე შეღავათები ბიზნესზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) მოუწოდებს სახელმწიფოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მთიანი რეგიონებს და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მთაში მოსახლოების შენარჩუნებისაკენ იქნება მიმართული:
1. ინვესტიციების ზრდა მთიანი რეგიონებში - ეკოლოგიური თვალსაზრისით;
2. ხელისუფლების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური ჩართვა არსებული პრობლემებთან მიმართებაში ;
3. წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება და მართვა შიდა მოხმარებისა და კომერციული მიზნებით;
4. მთის მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფა;
5. ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება;
6. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება;
7. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ნაციონალური და ლოკალური გეგმების შემუშავება, მოსახლეობის ინფორმირებულობა და მონიტორინგის სისტემის ორგანიზება;
8. სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლა, რისკების გამოვლენა და მართვა;
9. სამეცნიერო და პრაქტიკული (სამეურნეო) ცენტრების ორგანიზება.
სიტუაცია N 1 თუშეთი
თუშეთი მოიცავს 40-მდე ნასოფლარს და 10 სოფელს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული, ცენტრად კი ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია. სოფელ ბოჭორნაში 1954 წლისათვის მუდმივად ცხოვრობდა 25 კომლი და სოფელში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა. 1980 წლიდან სოფელში მუდმივად მოსახლეობა აღარ რჩებოდა და ამიტომ მან მუდმივი დასახლების სტატუსი დაკარგა. 2014 წლამდე, ბოჭორნა ნასოფლარი იყო და ოფიციალურად ბოჭორმა ერქვა, თუმცა სოფლის სტატუსი მას შემდეგ აღუდგა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა. სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა. სოფლის სტატუსის დაბრუნებასთან ერთად, ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი გახდა. აღიმართა შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბანერიც.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. ფხოველთა (ფშავ-ხევსურთა) თუშეთში მიგრაციის შესახებ რამდენიმე წყარო მეტყველებს. ამას მხარს უმაგრებს გვარსახელები, ენობრივი დიალექტური შეხვედრები, სეხნია ტოპონიმები და სხვა.
ეს შეიძება მომხდარიყო ახ. წ.-ის IV ს-ის პირველ ნახევარში,იბერიის მეფე მირიან III-ის მიერ ქვეყნის გაქრისტიანების მცდელობის წინააღმდეგ ამხედრებულ ტომთა მიერ. თუშეთის ტრადიციული განსახლების სისტემა, ეკოლოგიურ-ესთეტიკური და თავდაცვით-სამეურნეო თვალსაზრისით, ბუნებრივი და ანთროპოგენული გარემოს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხეკოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად მაღალი ხარისხის ლანდშაფტურ ღირებულებებს ქმნის. მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ, თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ, დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.
რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.
მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი „გუდის ყველის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, „გუდაში“ ხდება.
საქონლის მოვლა პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში.
ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“),
ნაბდის ქუდი და ქეჩები.
თუშეთის 52 სოფლიდან 12 უკვე ნასოფლარია. ორი სოფელი - ჭერო და ინწუხი, რუსეთის კონტროლქვეშ არის მოქცეული. ზამთარში კი, მთელ თუშეთში მხოლოდ 4 სოფელშიღა ცხოვრობენ - ჭეშოში ერთი კაცი, ბოჭორნაშიც ერთი, შენაქოში 3 და ქვემო ომალოში 16 ადამიანი.
https://www.youtube.com/watch?v=meYFVDr-494
სიტუაცია N 2 ხევი:
1989 წლის ჩათვლით, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნეოდა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მდებარე სოფელი რესი, რომელიც ზღვის დონიდან 2405 მეტრზეა. მას შემდეგ, რაც რესი მოსახლეობისგან დაიცალა, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელი უშგული მიიჩნეოდა (ზღვის დონიდან 2060–2200 მ).
ოდესღაც, კომუნისტების პერიოდში, 1989 წლამდე ყველაზე მაღალმთიან სოფლად თრუსოს ხეობის სოფელი რესი ითვლებოდა. რესი დღესაც უფრო მაღლაა, 2405 მეტრზე, მაგრამ ვეღარ სოფლობს, იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს. საერთოდ მთელ ხეობაში თითქმის აღარავინ რჩება, მიტოვებულია იქაურობა, მხოლოდ ბერები და მესაზღვრეები არიან. სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის 21 სოფლიდან უმეტესობა სწორედ თრუსოშია.
https://www.youtube.com/watch?v=tCq5Pf7s0E4
სიტუაცია N 3 ხევსურეთი (შატილი, ბარისახო)
„ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო... მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა. ერთთავად, თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხელს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა“, - ასე იწყება გოდერძი ჩოხელის ერთი მოთხრობა, რომელსაც ასევე ჰქვია - „ბებო“.
სამწუხაროდ, ჩვენი მთის სოფლები უმეტესად ასეთი მოხუცების იმედად არის დარჩენილი, ეს ბებოები კი განა რამდენს შეძლებენ? რამდენ ლოდინს გაუძლებენ? მიდიან ამა სოფლიდან და მათი წასვლით ის სოფლებიც ნასოფლარი ხდება. ცოცხალ ბებოებს არ ვაკითხავთ და მერე ნასახლარებს ვუპატრონებთ?
https://mtisambebi.ge/news/people/item/403-zotne-arabulis-videoblogi-barisaxodan
https://jam-news.net/ge/ratom-icleba-mta-reporta/
https://www.youtube.com/watch?v=ZVx2M1R4tHM
პრეზენტაცია- ხევსურეთი https://www.youtube.com/watch?v=bVEFwe4K38Q
შავი ფარები(მიტოვებული საქართველო)
საგანი-გეოგრაფია
Კლასი - IX
საკითხთი : მთისა და ბარის მცხოვრებნი | სამიზნე ცნება; შედეგები; მკვიდრი წარმოდგენები; | კომპლექსური დავალების პირობა; შეფასება; |
|
|
|
|
| |
| მოსახლეობა და მეურნეობა
(გეო.საბ.7,8); · ბუნებრივი გარემო გავლენას ახდენს მოსახლეობასა და ცმეურნეობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში მეურნეობის ესა თუ ის დარგია წამყვანი, რაც შრომის გეოგრაფიულ დანაწილებას განაპირობებს. · მოსახლეობისა და მეურნეობის სტრუქტურა, განაწილება და განლაგება ცვალებადია დროსა და სივრცეში. · სახელმწიფო გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე, რაც მის განვითარების დონეზე აისახება.
| კომპლექსური დავალების პირობა საქართველოში მთიანი რეგიონებიდან ყოველწლიურად მოსახლეობა მიგრირებს ბარში, რაც ძალიან ცვლის მთის ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და საქმიანობას და მცირდება ქვეყნის ეკონომიკაში მთაში წარმოებული პროდუქციის წილი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონიდან არის და სჭირდება თქვენი დახმარება, ღირს თუ არა შეინარჩუნოს მთიან რეგიონში თავისი მემკვიდრეობა: სახლი და ადგილ-მამული, არსებული რეალობიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე;გაეცანი მასალას და მოამზადე მინი პროექტი. მინი პროექტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: · ბუნებრივი პირობების გავლენა მთის და ბარის მოსახლეობის მოძრაობაზე,(ბუნებრივი ოძრაობა,მიგრაცია) სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურასა და მეურნეობის დარგების განვითარებაზე (მკ.წ 1,2,) · სახელმწიფოების მიერ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომლებმაც გავლენა იქონია მთიანი რეგიონების დასახლებების განვითარებაზე .მთიანი რეგიონების განვითარების შენეული ხედვა.(მკ.წ3) |
განმავითარებელი შეფასება | სამიზნე ცნება | |
სოლო ტაქსონომიის დონე | აღწერა | განმავითარებელი კომენტარი |
აბსტრაქტული დონე მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონტექსტუალიზების საშუალებას აძლევს. | მოსწავლის მიერ შექმნილი მინი პროექტის სტრუქტურა, ფორმა და სტილი სრულად აკმაყოფილებს მინი პროექტის ფორმატს. მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული დავალების არსი. არგუმენტირებულად ასაბუთებს დეპოპულაციისა და მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს და უკავშირებს მთისა და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სქესობრივ -ასაკობრივ და დასაქმების სტრუქტურას, მეურნეობის დარგების განვითარებას მთსა და ბარში. არგუმენტირებულად მსჯელობს მთავრობის მიერ დადგენილ „მთის კანონზე“, სახელმწიფოს მიერ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებზე, ამავე დროს აანალიზებს ალპების ქვეყნების გამოცდილებას წარმოადგენს მთიანი რეგიონების განვითარების საკუთარ ხედვას. ინფორმაცია გამდიდრებული აქვს თავისივე ხელით შექმნილი სქემებითა და დიაგრამებით, რაც ნაშრომს უკეთ აღსაქმელს ხდის. | შენ მშვენივრად გაართვი თავი დავალებას, შენს მიერ შექმნილი მინი პროექტის სტრუქტურა, ფორმა და სტილი სრულად აკმაყოფილებს მინი პროექტის ფორმატს. სიღრმისელად გაქვს გააზრებული დავალების არსი. არგუმენტირებულად ასაბუთებ დეპოპულაციისა და მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს და უკავშირებ მთისა და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სქესობრივ -ასაკობრივ და დასაქმების სტრუქტურას, მეურნეობის დარგების განვითარებას მთსა და ბარში. არგუმენტირებულად მსჯელობ მთავრობის მიერ დადგენილ „მთის კანონზე,სახელმწიფოს მიერ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებზე და ამავე დროს აანალიზებ ალპების ქვეყნების გამოცდილებას და წარმოადგენ მთიანი რეგიონების განვითარების შენეულ ხედვას.მოცემული ინფორმაცია გამდიდრებული გაქვს ვიზუალური მასალით, საკუთარი ხელით შექმნილი სქემებითა და დიაგრამებით, რაც ნაშრომს უკეთ აღსაქმელს ხდის. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა შენი ხედვები მოცემულ მოცემული პრობლემების მოგვარების მიზნით.
|
მიმართებითი დონე მოსწავლეს ესმის საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის. | მოსწავლის მიერ შექმნილი მინი პროექტის სტრუქტურა აკმაყოფილებს მინი პროექტის ფორმატს. მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული დავალების არსი. არგუმენტირებულად ასაბუთებს დეპოპულაციისა და მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს და უკავშირებს მთისა და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სქესობრივ -ასაკობრივ და დასაქმების სტრუქტურას, მეურნეობის დარგების განვითარებას მთსა და ბარში. ზოგადად მსჯელობს მთავრობის მიერ დადგენილ „მთის კანონზე,“ თუმცა ნაშრომში არ ჩანს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადადგა სახელმწიფომ პრობლემების შესამცირებლად სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით,ამასთან ზოგადად წარმოადგენს მთიანი რეგიონების განვითარების საკუთარ ხედვას.
| შენ არაჩვეულებრივად გაართვი თავი დავალებას. შენს მიერ შექმნილი პროდუქტი აკმაყოფილებს მინი პროექტის ფორმატს. შენ სიღრმისეულად გაიაზრე დავალების არსი. არგუმენტირებულად ასაბუთებს დეპოპულაციისა და მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს და უკავშირებ მთისა და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სქესობრივ -ასაკობრივ და დასაქმების სტრუქტურას, მეურნეობის დარგების განვითარებას მთსა და ბარში. ზოგადად მსჯელობ მთავრობის მიერ დადგენილ „მთის კანონზე,“თუმცა ნაშრომში არ ჩანს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადადგა სახელმწიფომ პრობლემების შესამცირებლად სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით,ზოგადჩანს მთიანი რეგიონების განვითარების შენეული ხედვა.ჩემი რჩევაა ყურდღება მიაქციო შეფასების კრიტერიუმებს რაც დაგეხმარება დავალების კიდევ უფრო კარგად შესრულებაში.
|
მულტისტრუქტურული დონე მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.
| მოსწავლემ შექმნა საბოლოო პროდუქტი - მინი პროექტი,რომლის სტრუქტურა არ არის დაცული. მოსწავლემ შეძლო კომპლექსური დავალების ბარათში განთავსებული რესურების გააზრება. ზოგადად მსჯელობს ბუნებრივი პირობების გავლენაზე მთის და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურასა და მეურნეობის დარგების განვითარებაზე. იცის რომ არსებობს „მთის კანონი“ თუმცა არ იცის რას ითვალისწინებს და რა მნიშვნელობა აქვს მას.საიტერესო იქნებოდა მისი ხედვა მთიანი რეგიონის პრობლემების მოგვარების საქმეში. | შენს მირ შექმნილ მინი პროექტში ჩანს რომ გაიაზრე გეოგრაფიული გარემოს გავლენაზე მთის და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურასა და მეურნეობის დარგების განვითარებაზე. იცი რომ არსებობს „მთის კანონი“ თუმცა არ იცი რას ითვალისწინებს და რა მნიშვნელობა აქვს მას. საინტერესო იქნებოდა შენი ხედვ მაღალთიანი რეგიონის პრობლემების მოგვარების საქმეში. გირჩევ რომ დავალების შესრულებისას ყურადღება მიაქციო შეფასების კრიტერიუმებს და ასევე პრაქტიკულ რჩევებს,რომელიც დაგეხმარება დავალების უფრო სტრუქტურულად დალაგებაში და შესრულებაში. |
უნისტრუქტურული დონე მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.
| მოსწავლემ შეასრულა დავალება და წარმოადგინა მინი პროექტის სახით,თუმცა არა აქვს დაცული მინი პროექტის სტრუქტურა, ფორმა და სტილი დასახვეწია. მსჯელობს თუ რა გავლენას ახდენს მთის ბუნებრივი პირობები მოსახლეობის რაოდენობაზე, თუმცა ვერ აანალიზებს იმ შედეგებს რაც მოყვება მთის მოსახლეობის შემცირებას. არ ჩანს სახელმწიფოს როლი მთიანი რეგიონების დასახლებების განვითარებაში .საიტერესო იქნებოდა მისი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
| შენ საკითხი გაგებული გაქვს,დასახელებული გაქვს ის მიზეზები, რომლებმაც გამოიწვია მთის მოსახლეობის შემცირება. თუმცაა არ ჩანს როგორ მოქმედებს ყოველივე ეს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაზე და მოსახლეობის საქმიანობაზე.არ ჩანს სახელმწიფოს როლი მთიანი რეგიონების დასახლებების განვითარების საქმეში და მისი პერსპექტივები . გირჩევ,რომ დავალების შესრულებისას ყურადღებით გაეცნო ჩემს მიერ მოწოდებულ მასალებს და პრაქტიკულ რჩევებს ,რომელივ დაგეხმარება რესურსის უკეთ დამუშავებაში ,ინფორმაციის დახარისხებაში და დავალების უკეთ შესრულებაში. |
პრე-სტრუქტურული დონე მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია | ვერ გაიაზრა საკითხი. კერძოდ ვერ უკავშირებს გეოგრაფიულ გარემო პირობებს მთისისა და ბარის მოსახლეობის დინამიკას, სტრუქტურასა და მეურნეობის დარგებს. | გირჩევ,კარგად გაეცნო კომპლექსური დავალების პირობას ,შეფასების კრიტერიუმებს და რესურსებს პრაქტიკული რჩევებს ,რომელიც მოცემულია დავალების პირობაში. |
კომპლექსური დავალების რეფლექსია
მასწავლებელი-ირმა ლაფაური
IX-კლასი
კლასში სიით ირიცხება 22 მოსწავლე,სსსმ მოსწავლე არ მყავს.
მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის“არა ჩართულ სკოლებს მიეკუთვნება,რაც ჩემთვის ერთერთი გამოწვევაა..გადავწყვიტე კომპლექსური დავალებები დამენერგა რამოდენიმე კლასში,ამ ეტაპზე კომპლექსური დავალება შევიტანე 5 და 9 კლასში.
2021წლის 28.04-ი 9 კლასში საკითხი გახლდათ: ,,მთისა და ბარის მაცხოვრებლები",
სამიზნე ცნება - „მოსახლეობა და მეურნეობა“ ;გეოგრაფიული კვლევა, გეოგრაფიული ანალიზი“
საკვანძო შეკითხვა :
1. როგორ დავაფიქრო მეგობრები მინი პროექტის საშუალებით იმაზე, თუ რატომ ტოვებენ მთას ადამიანები და მიდიან ბარში საცხოვრებლად?
2.როგორ გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები ადამიანის სამეურნეო საქმიანობაზე, საქართველოში?
3.განვითარების როგორი პერსპექტივები აქვს საქართველოში მთიან რეგიონებს?
შედეგები - გეო. საბ. 1;2;3; 7;8
მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილ პროდუქტში მინი პროექტში ხაზგასმით უნდა წარმოეჩინათ:
• რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები მთის მოსახლეობის დინამიკაზე, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურასა და მეურნეობის დარგების განვითარებაზე; (მოსახლეობა და მეურნეობა მ. წ 1.2) (გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი მ. წ 1,2, 3)
• რა გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარება მთიანი რეგიონების დასახლებების განვითარებაზე; (მოსახლეობა და მეურნეობა მ. წ 3) (გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი მ. წ 4)
პირველი გაკვეთილი საორგანიზაციო საკითხებით დავიწყე,მოსწავლეეპს ავუხსენი რომ განსხვავებული ტიპის შემაჯამებელი ე.წ.კომპლექსურ დავალებაზე ვიწყებდით მუშაობას,რომელიც სხვა დროს არ გაუკეთებიათ.მოსწავლეებს საწყის ეტაპზე გავაცანი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების არსი,დეტალურად განვიხილეთ 1 ეტაპზე კომპლექსური დავალების საკითხი,კომპლექსური დავალების პირობა,რესურსების(პროდუქტის) ინსტრუქცია ,და შეფასების კრიტერიუმები.ავუხსენი რა პროდუქტი უნდა შეექმნათ , რისი პრეზენტაციაც მოუწევდათ კომპლექსური დავალების დასრულების ბოლოს.პირველი ეტაპის ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება იმ საკითხების რასაც მოიცადა ეს გაკვეთილი.ამ გაკვეთილზე მესწრებოდა სკოლის დირექტორი , სასწავლო ნაწილი,მოიწონეს ჩემ მიერ კომპლექსური დავალების 1 ეტაპზე წარმოდგენილი ნაწილი,შემომთავაზეს, რომ ისინი დამესწრებოდნენ ასევე კომპლექსური დავალების სხვადასხვა ეტაპის გაკვეთილებზე და აღნიშნეს,რომ სასურველი იქნებოდა სხვა პედაგოგებიც თუ დაესწრებოდნენ ასეთი ტიპის,შემაჯამებელი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს სხვადასხვა საგაკვეთილო საათებზე .ასევე აღნიშნეს , რომ მართლაც საინტერესო და პრობლემატურ საკითხს შეეხებოდა აღნიშნული კომპლექსური დავალება,და რომ აქ წარმოდგენილი პრობლების გადაჭრაში მოსწავლეებს მართლაც დიდი როლი აკისრიათ .
მოგეხსენებათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მოიცავს რამდენიმე საგაკვეთილო საათს,ვიდრე საბოლოო პროდუქტს მოამზადებენ და პრეზენტაციას გააკეთებენ მოსწავლეები,ამიტომ ეტაპობრივად მიწევდა მოსწავლეებთან მუშაობა ,საგაკვეთილო პროცესში მათ უწევდათ სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება,სხვადასხვა თემატურ რუკაზე მუშაობა და ანალიზი,შედეგების შეფასება ,დასკვნების გაკეთება,ტექსტის გააზრება,ანალიზი დასკვნების გამოტანა,ვიდეო რესურსების,დოკუმენტური ფილმების ჩვენება,დისკუსია ,მხარის განვითარების სამომავლო პერპექტივებზე მსჯელობა და დასკვნების გამოტანა,რაც თავის მხრივ დაეხმარათ შესაბამისი უნარჩვევბის განვითარებაში... რამდენჯერმე, კომპლექსური დავალებაზე მუშაობის პროცესში მესწრებოდნენ ასევე სხვა საგნის პედაგოგები და მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი. მთლიანად,კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარიმართა საინტერესოდ,მოტივაცია დიდი იყო,როგორც ჩემში ასევე მოსწავლეებში.ვაწარმოვებდი ეტაპობრივად როგორც საკლასო ისე ინდივიდუალურ შეხვედრებს მესინჯერის ჯგუფში და ასევე სკოლაში.მათ მოამზადეს საკითხის შესაბამისად საინტერესო პროდუქტები,გააკეთეს პრეზენტაციები.მთლიანი ჩვენი მუშაობა იყო თანამშრომლობის პრინციპზე აგებული.პროცესი წარიმართა ისე , როგორც დაგეგმილი მქონდა,მოსწავლეებისთვისაც იყო გამოწვევა,მათ კარგად გაართვეს თავი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას,ისინი პრეზენტაციის ბოლოს თავად აკეთებდნენ ობიექტურ შეფასებას.ხოლო სახლში მათ გაეგზავნათ მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები,რითაც შეაჯამებდნენ,შეაფასებდნენ თავიაანთ მუშაობის პროცესს და დასახვდნენ სამომავლო ხედვებს შემდგომ მუშაობაზე. ასეთი ტიპის შემაჯამებელი დავალება მართლაც საინტერესო და თითოეულ მოსწავლეზე და მათ საჭიროებებზეა მორგებული. ვფიქრობ გავედი შედეგზე.
კოლეგებისათვის მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი კომპლექსური დავალება,მისი მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპი,რადგან მათ დაინახეს თუ რა მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შემაჯამებელი კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის, ამაღლდა მოტივაცია,გაიზარდა ჩართულობა,მოსწავლეებმა მიაღწიეს მიზანს.შესანიშნავად გააკეთეს თავიანთი პროდუქტის პრეზენტაცი,თვითშეფასება...ჩემმა კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თავადაც ჩაატარებენ შემაჯამებელს,კომპლექსური დავალებით.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი,რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო მსგავსი ტიპის კომპლექსური დავალების მუშაობის დროს,მაგ:
კარგად გადავანაწილო კომპლექსურ დავალებაში ჩაშლილი აქტივობები გაკვეთილების რაოდენობაზე.
მეტი ყურადღება გამოვიჩინო მოსწავლეების თიმში მუშაობისას:ყველამ ნახა თუ არა დავალება,გახსნა თუ არა,ასევე ატვირთვის პროცესშიც,რადგან მათ უმრავლესობამ ვერ ატვირთა
თიმსში თავისი პროდუქტი(აქვე მინდა აღვნიშნო რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები მესინჟერის კლასის ჯგუფში).
5 კლასი სამიზნე ცნება - ,, სივრცე ‘’, ,, მეურნეობა’’
შედეგები - 3, 4, 5, 6, 7
|
საკითხი - სათაფლიის მღვიმეები საკვანძო შეკითხვა - 1. როგორ წარმოვაჩინო სტატიის /ბუკლეტის საშუალებით თუ რა პროცესებმა განაპირობა სათაფლიის მღვიმეების ჩამოყალიბება ? 2. როგორ გამოვკვეთო სტატიის/ბუკლეტის საშუალებით, რა გავლენას ახდენს სათაფლიის დაცული ტერიტორია აქაური მოსახლეობის ყოფასა და საქმიანობაზე? |
კომპლექსური დავალების პირობა თქვენ როგორც საქართველოს მოყვარულ სპელეოლოგთა ასოციაციის წევრს დაგევალათ სათაფლიის მღვიმეების შესწავლა და მისი უნიკალურობის დადგენის მიზნით სპელეოლოგთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება.
სტატიაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: · როგორია სათაფლიის გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფისა და კლიმატის თავისებურებები და რა ინფორმაციას გვაწვდის გეოგრაფიული რუკა სათაფლიის შესახებ? (სივრცე 1, 3) · რა იყო კლიმატური და რელიეფური ცვლილებების მიზეზი და შედეგები ( მღვიმეების წარმოქმნა, დინოზავრის ნაკვალევი, ფლორის და ფაუნის ცვლილება) ? ( სივრცე მ.წ 2 ) · როგორია ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გავლენა მეურნეობის დარგების მიმართულებასა და ადამიანის საქმიანობაზე? (მეურნეობა 1, 2) · როგორ შევინარჩუნოთ სათაფლიის რესურსი და რაციონალურად გამოვიყენოთ ის? (მეურნეობა მ.წ 3)
რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე; რას გააკეთებდით განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას.
|
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: · გაეცანით რესურს1 -ს, სადაც წარმოდგენილი გაქვთ ინსტრუქციები სტატიის შესაქმნელად. სტატიაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს სათაფლიის გეოგრაფიული მდებარეობა, შექმნის ისტორია, მნიშვნელობა და მისი უნიკალურობა. სტატია გაამდიდრეთ სურათებით. · გაეცანით რესურსს,, სათაფლიის მდებარეობა“, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას სათაფლიის ნაკრძალის გეოგრაფიული მდებარეობის, სახელწოდების წარმოშობისა და ნაკრძალის ტიპის რაობის შესახებ. · გაეცანით რესურსს ,,დაცული ტერიტორიების სააგენტო“ ეს დაგეხმარებათ გაიაზროთ, თუ რატომ არის მნახველებისათვის საინტერესო სათაფლიის ნაკრძალი, რომელი მარშრუტები და საფეხმავლო ბილიკებია იქ წარმოდგენილი. · უყურეთ ვიდეოებს: სათაფლიის რეაბილიტირებული ნაკრძალი და მოგზაურობა სათაფლიის ნაკრძალში, ვიდეოების გაცნობისას ყურადღება გაამახვილეთ სათაფლის ნაკრძალში არსებულ მღვიმეში კარსტული ფორმების ჩამოყალიბების პროცესზე, მათ სტრუქტურაზე, მღვიმის დანიშნულებაზე და ნაკრძალის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კოლხური ტყის მნიშვნელობაზე. · რესურსი სტალაქტიტები და სტალაგმიტები მოგაწვდით ინფორმაციას სათაფლისს მღვიმეებში წარმოდგენილი კარსტული ფორმების, მათი სტრუქტურისა და რაობის შესახებ; · გაეცანი რესურსს სათაფლიის კარსტული მღვიმეები, რომელიც დაგეხმარებათ გაიაზროთ, თუ როგორ აისახება ტურისტების ნაკადების მატება ადგილობრივი მოსახლეობის საქმიანობაზე; · გაეცანით მასალას ,,სათაფლიის უნიკალური რესურსები“, ეს დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი სათაფლიის ნაკრძალში წარმოდგენილი უნიკალური რესურსების დაცვა და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
|
სათაფლიის შესახებ საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი სათაფლია მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. სათაფლია იმერეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, სათაფლიის კარსტული მღვიმე, რომლის სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრი, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები. სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს“. სახელწოდება წარმოიშვა სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
ქუთაისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სათაფლიის ნაკრძალი. იგი გაშენებულია 350 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც იშვიათი ჯიშის ხეები, უნიკალური მღვიმეები და კლდეებია დინოზავრების ნაკვალევით. სათაფლიას დასახელება თაფლთან დაკავშირებით გაჩნდა. უძველეს დროში აქ ფუტკრები ცხოვრობდნენ და ხალხი თაფლისთვის მოდიოდა. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე „კოლხეთის ტყეში“ შეიძლება იხილოთ წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ტყის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ბალახი საერთოდ არ ხარობს, რადგან ფოთლოვანი ხეები მზის სხივებს თითქმის არ ატარებს.ის უნიკალურია , რომელმაც გამყინვარებას გაუძლო და დღემდე შემორჩა სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს. მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა – +14 გრადუსი. სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში. მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ერთად ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები.
დიდი დარბაზი მოფარდაგებანი მღვიმური ნაღვენთები
სათაფლიას დინოზავრები იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სათაფლიის ნაკრძალში აღმოჩენილია 65.5 მილიონი წლის წინ გადაშენებული 7 სხვადასხვა სახეობის 25 დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი. სათაფლია ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთსა და იმავე ადგილზე აღბეჭდილია როგორც ბალახისმჭამელი, ასევე მტაცებელი დინოზავრების ნაკვალევი. სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენდა. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით, შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა - პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს. ნაკვალევები დატოვებულია მერგელოვან კირქვებზე. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი მსოფლიოში უნიკალური მოვლენაა. როდესაც იქ დინოზავრებმა გაიარეს და ორ ფენაზე დატოვეს კვალი, მაშინ ამ ტერიტორიებზე ზღვის სანაპირო იყო.
|
მღვიმეში წარმოდგენილი კარსტული ფორმები
სტალაგმიტი „ჯადოქრის თითი“ კარლსბადის გამოქვაბულში, აშშ
სტალაგმიტი (ბერძ. σταλαγμίτης – წვეთი) — მინერალური წვეთებისგან (ძირითადად კირისგან) შექმნილი კონუსებრი წამონაზარდი, რომელიც აღმართულია გამოქვაბულის ძირიდან ვერტიკალურად.
დღესდღეობით ყველაზე დიდი სტალაგმიტი აღმოჩენილია გამოქვაბულ ლას ვილასში, კუბა. მისი სიმაღლე 63 მეტრია. სიდიდით მეორე სტალაგმიტი 35,6 მეტრია და ის მდებარეობს სლოვაკეთის გამოქვაბულ ბუზგოში.
სტალაქტიტი (ბერძ. Σταλακτίτης – წვეთა, წვეთ-წვეთად დენა) — არის გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან.
სათაფლიის კარსტული მღვიმეები …
სათაფლიის უნიკალური რესურსები
ვიზიტორთა ცენტრი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა
ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.
ვიზიტიორთა ოდენობის გადიდება, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს ტურისტული დანიშნულების ადგილების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო შემოსავლების, დასაქმების და ადგილობრივი დარგების განვითარების ტემპების გადიდების თვალსაზრისით, თუმცა ამ ზემოქმედებას გააჩნია ასევე უარყოფითი მხარე ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის მხრივ; და მისი აღდგენა შემდგომში ძალიან რთული ან შეუძლებელი ხდება; ტურისტული შემოსავლების მაღალი დონის გამო, ადგილობრივმა საზოგადოებამ და თვითმმართველობამ შესაძლოა სწორედ იმ მომენტში მოადუნონ ყურადღება ეკოლოგიური პრობლემების მიმართ, როდესაც ამ პრობლემებს ყველაზე მეტი ყურადღება ესაჭიროებათ;.ტურისტული დანახარჯებიდან ბიუჯეტში შესული თანხები შეიძლება მოხმარდეს ეკოლოგიური ბალანსის აღდგენას, თუმცა წარმოიშობა კითხვა იმის თაობაზე, საკმარისი იქნება თუ არა ეს თანხები დარღვეული ეკოლოგიური ბალანსის აღდგენისათვის, რომელიც, როგორც წესი გრძელვადიან და დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული პრობლემაა.
ტურიზმის უარყოფითი გავლენა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეზე ან მასობრივი დასვენების და მოგზაურობის ადგილებზე. ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ტყის ნატურალური ლანდშაფტი. ტყის ხანძარი რომელიც უკავშირდება დანთებულ კოცონს, მიეკუთვნება მოვლენას, რომელიც ახასიათებს შიგა ტურიზმს ამიტომ აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას ბუნებაში მოქცევის წესები, არ დაანთოს კოცონი ტყეში პიკნიკის დროს, არ დაყაროს ნარჩენები, არ დააზიანოს უნიკალური მცენარეები, ან ბუნების ძეგლები, სწორედ მსგავს შემთხვევას ქონდა ადგილი სათაფლიის ნაკრძალის შემთხვევაში, როდესაც ერთერთმა ტურისტმა დააზიანა სტალაქტიტი, რომლის წარმოქმნასაც საუკუნეები სჭირდება. ამიტომ საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, რათა გავაცნობიეროთ რამდენად ღირებულია ის ბუნებრივი რესურსები და რამდენად მნიშვნელოვანი რომ ისინი მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნოთ.
5 ბ კლასის მოდიფიცირებული კომპლექსური დავალება,,მარიამი და შალვა"
სამიზნე ცნება - ,, სივრცე ‘’, ,, მეურნეობა’’
შედეგები - 3, 4, 5, 6, 7
|
საკითხი - სათაფლიის მღვიმეები საკვანძო შეკითხვა - 1. როგორ წარმოვაჩინო ბუკლეტის საშუალებით თუ რა პროცესებმა განაპირობა სათაფლიის მღვიმეების ჩამოყალიბება ? 2. როგორ გამოვკვეთო ბუკლეტის საშუალებით, რა გავლენას ახდენს სათაფლიის დაცული ტერიტორია აქაური მოსახლეობის ყოფასა და საქმიანობაზე? |
კომპლექსური დავალების პირობა ( შალვა,მარიამი) გაეცანი (პრეზენტაციას) ვიდეო რესურს სათაფლიის მღვიმეების შესახებ, შეავსე სქემა და მასზე დაყრდნობით შექმენი ბუკლეტი.
ბუკლეტში წარმოაჩინე: · სად მდებარეობს სათაფლიის მღვიმე; · როგორია სათაფლიის მღვიმე ; · სად არის სათაფლიის მღვიმე (რუკაზე ამოცნობა და დასახელება); · ფლორა და ფაუნა; · როგორ წარმოიქმნა მღვიმე (ფაქტორები); · რას საქმიანობს ადგილობრივი მოსახლეობა; რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის დროს.
სპეციალურ პედაგოგთან ერთად მუშაობს მოსწავლე და ამზადებს
|
კომპლექსური დავალების რეფლექსია
მასწავლებელი-ირმა ლაფაური
V-ბ კლასი
კლასში სიით ირიცხება 16 მოსწავლე,კლასში 3- სსსმ მოსწავლე მყავს.
მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის“არა ჩართულ სკოლებს მიეკუთვნება,რაც ჩემთვის ერთერთი გამოწვევაა..გადავწყვიტე შემაჯამებელი კომპლექსური დავალება დამენერგა რამოდენიმე კლასში,ამ ეტაპზე კომპლექსური დავალება შევიტანე 5 და 9 კლასში.
2021წლის 30.03-ი 5 კლასი საკითხი გახლდათ: ,,სათაფლიის მღვიმეები",
სამიზნე ცნება - ,, სივრცე ‘’, ,, მეურნეობა’’
შედეგები - 3, 4, 5, 6, 7
საკითხი - სათაფლიის მღვიმეები
საკვანძო შეკითხვა - 1. როგორ წარმოვაჩინო სტატიის /ბუკლეტის საშუალებით თუ რა პროცესებმა განაპირობა სათაფლიის მღვიმეების ჩამოყალიბება ?
2. როგორ გამოვკვეთო სტატიის/ბუკლეტის საშუალებით, რა გავლენას ახდენს სათაფლიის დაცული ტერიტორია აქაური მოსახლეობის ყოფასა და საქმიანობაზე?
კომპლექსური დავალების პირობა
თქვენ როგორც საქართველოს მოყვარულ სპელეოლოგთა ასოციაციის წევრს დაგევალათ სათაფლიის მღვიმეების შესწავლა და მისი უნიკალურობის დადგენის მიზნით სპელეოლოგთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება.
სტატიაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
• როგორია სათაფლიის გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფისა და კლიმატის თავისებურებები და რა ინფორმაციას გვაწვდის გეოგრაფიული რუკა სათაფლიის შესახებ? (სივრცე 1, 3)
• რა იყო კლიმატური და რელიეფური ცვლილებების მიზეზი და შედეგები ( მღვიმეების წარმოქმნა, დინოზავრის ნაკვალევი, ფლორის და ფაუნის ცვლილება) ? ( სივრცე მ.წ 2 )
• როგორია ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გავლენა მეურნეობის დარგების მიმართულებასა და ადამიანის საქმიანობაზე? (მეურნეობა 1, 2)
• როგორ შევინარჩუნოთ სათაფლიის რესურსი და რაციონალურად გამოვიყენოთ ის? (მეურნეობა მ.წ 3).
პირველი გაკვეთილი საორგანიზაციო საკითხებით დავიწყე,მოსწავლეებს ავუხსენი რომ განსხვავებული ტიპის შემაჯამებელი ე.წ.კომპლექსურ დავალებაზე ვიწყებდით მუშაობას,რომელიც სხვა დროს არ გაუკეთებიათ.მოსწავლეებს საწყის ეტაპზე გავაცანი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების არსი,დეტალურად განვიხილეთ 1 ეტაპზე კომპლექსური დავალების საკითხი,კომპლექსური დავალების პირობა,რესურსების(პროდუქტის) ინსტრუქცია ,და შეფასების კრიტერიუმები.ავუხსენი რა პროდუქტი უნდა შეექმნათ , რისი პრეზენტაციაც მოუწევდათ კომპლექსური დავალების დასრულების ბოლოს.პირველი ეტაპის ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება იმ საკითხების რასაც მოიცავდა ეს გაკვეთილი.ამ გაკვეთილზე მესწრებოდა სკოლის დირექტორი , სასწავლო ნაწილი,მოიწონეს ჩემ მიერ კომპლექსური დავალების 1 ეტაპზე წარმოდგენილი ნაწილი,შემომთავაზეს, რომ ისინი დამესწრებოდნენ ასევე კომპლექსური დავალების სხვადასხვა ეტაპის გაკვეთილებზე და აღნიშნეს,რომ სასურველი იქნებოდა სხვა პედაგოგებიც თუ დაესწრებოდნენ ასეთი ტიპის,შემაჯამებელი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს სხვადასხვა საგაკვეთილო საათებზე .ასევე აღნიშნეს , რომ მართლაც საინტერესო საკითხს შეეხებოდა აღნიშნული კომპლექსური დავალება .
მინდა აღვნიშნო ერთერთი გაკვეთილი,ვიდრე მოსწავლეები გააკეთებდნენ პრეზენტაციას,დავგეგმე როლური თამაში.მოსწავლეებს უნდა გაეთამაშებინათ სათაფლიაში მოგზაურობა,რა დროსაც ისინი აღმოჩნდებოდნენ სხვადასხვა როლში:მოლარე,ვიზიტორი,გიდის,რესპოდენტის,თუ კორესპოდენტის...ეს გაკვეთილი ერთერთი ყელაზე საინტერესო ნაწილი იყო შემეჯამებელი კომპლექსური დავალების,სადაც ერთდროულად ყველა მოსწავლე,მათ შორის სსსმ მოსწავლეებიც,რომელთაც მორგებული ქონდა სხვადასხვა როლი, აღფრთოვანებულები იყვნენ და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ,და როდესაც გაკვეთილის ბოლოს დავსვი კითხვები,რით იყო დღევანდელი გაკვეთილი მნიშვნელოვანი,განსხვავებული,ისინი ასახელებდნენ რომ ასეთი ტიპის გაკვეთილი საინტერესო,სახალისოა,რომ მათ სხვადასხვა როლში ყოფნისას დაეუფლათ სულ სხვანაირი განცდა...ისინი მოგზაურობდნენ ვირტუალურად და ,რომ მათ გაიღრმავეს და შეაჯამეს ნასწავლი მასალა, რაც ძალიან კარგი იყო.
მე ამ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას,ყოველთვის გამოვიყენებ როლურ თამაშს და ჩემს კოლეგებსაც ვურჩევდი ამ სტრატეგიის გამოყენებას.
მოგეხსენებათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მოიცავს რამდენიმე საგაკვეთილო საათს,ვიდრე საბოლოო პროდუქტს მოამზადებენ და პრეზენტაციას გააკეთებენ მოსწავლეები,ამიტომ ეტაპობრივად მიწევდა მოსწავლეებთან მუშაობა ,საგაკვეთილო პროცესში მათ უწევდათ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობა: რუკაზე მუშაობა და ანალიზი, ,დასკვნების გაკეთება,ტექსტის გააზრება,ანალიზი დასკვნების გამოტანა,ვიდეო რესურსების,დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შემდეგ დისკუსია ,მხარის განვითარების სამომავლო პერპექტივებზე მსჯელობა და დასკვნების გამოტანა,რაც თავის მხრივ დაეხმარათ შესაბამისი უნარჩვევბის განვითარებაში... რამდენჯერმე, კომპლექსური დავალებაზე მუშაობის პროცესში მესწრებოდნენ ასევე სხვა საგნის პედაგოგები და მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი. მთლიანად,კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარიმართა საინტერესოდ,მოტივაცია დიდი იყო,როგორც ჩემში ასევე მოსწავლეებში.ვაწარმოვებდი ეტაპობრივად როგორც საკლასო ისე ინდივიდუალურ შეხვედრებს მესინჯერის ჯგუფში და ასევე სკოლაში.მათ მოამზადეს საკითხის შესაბამისად საინტერესო პროდუქტები-სტატიები,გააკეთეს პრეზენტაციები.მთლიანი ჩვენი მუშაობა იყო თანამშრომლობის პრინციპზე აგებული.პროცესი წარიმართა ისე , როგორც დაგეგმილი მქონდა,მოსწავლეებისთვისაც იყო გამოწვევა,მათ კარგად გაართვეს თავი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას,ისინი პრეზენტაციის ბოლოს თავად აკეთებდნენ ობიექტურ შეფასებას.ხოლო სახლში მათ გაეგზავნათ მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები,რითაც შეაჯამებდნენ,შეაფასებდნენ თავიაანთ მუშაობის პროცესს და დასახვდნენ სამომავლო ხედვებს შემდგომ მუშაობაზე. ასეთი ტიპის შემაჯამებელი დავალება მართლაც საინტერესო და თითოეულ მოსწავლეზე და მათ საჭიროებებზეა მორგებული. ვფიქრობ გავედი შედეგზე.
კოლეგებისათვის მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი კომპლექსური დავალება,მისი მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპი,რადგან მათ დაინახეს თუ რა მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შემაჯამებელი კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის, ამაღლდა მოტივაცია,გაიზარდა ჩართულობა,მოსწავლეებმა მიაღწიეს მიზანს.შესანიშნავად გააკეთეს თავიანთი პროდუქტის პრეზენტაცია,თვითშეფასება...ჩემმა კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თავადაც ჩაატარებენ შემაჯამებელს,კომპლექსური დავალებით.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი,რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო მსგავსი ტიპის კომპლექსური დავალების მუშაობის დროს,მაგ: კარგად გადავანაწილო კომპლექსურ დავალებაში ჩაშლილი აქტივობები გაკვეთილების რაოდენობაზე.მეტი ყურადღება გამოვიჩინო მოსწავლეების თიმში მუშაობისას:ყველამ ნახა თუ არა დავალება,გახსნა თუ არა,ასევე ატვირთვის პროცესშიც,რადგან მათ უმრავლესობამ ვერ ატვირთა და გამოაგზავნა თიმსში თავისი პროდუქტი.
მინდა აქვე აღვნიშნო ასევე,რომ ვიდრე ამ კოპლექსურ დავალებაზე დავიწყებდი მუშაობას,კონსულტაციები გავიარე საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთან- ქალბატონ ნინო თედორაძესთან და ინკლუზიურის ექსპერტთან თეა როსტომაშვილთან ,დავგეგმეთ და განვახორციელეთ ერთობლივი ონლაინ შეხვედრა 2021 წლის 23.03 -ში, მადლობა მათ ასეთის გულისხმიერებისთვის,ჩართულობისთვის,დახმარებისთვის.ჩვენ ერთად შევადგინეთ შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მოდიფიცირებული გეგმა,ერთად დავგეგმეთ აქტივობები და აშ.თანამშრომლობითი შეხვედრა მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან მივაღწიე დასახულ მიზანს, სსსმ მოსწავლეების აქტიური ჩართულობით(მეხმარებოდა ასევე დაძმის მზრუნველი და სკოლის სპეც.მასწავლებელი)რომლებმაც შექმნეს შესანიშნავი პროდუქტები,ბუკლეტები და გააკეთეს პრეზენტაციები.მათი ბედნიერ სახეები ალბად გამყვება დიდხანს.
No comments:
Post a Comment