Tuesday, February 13, 2018

,,maswavlebeli megzuri evropisaken"



2018 წელს  გავხდი პროექტის გამარჯვებული:,,მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ"

პროექტის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული მასწავლებლები, ესტონეთში 4-დან 8 ივნისამდე დაგეგმილ სასწავლო/სამუშაო ვიზიტისას, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვეწვიეთ და შევხვდით  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეა ახვლედიანს. აღნიშნულ შეხვედრაზე განვიხილეთ საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტები და ზემოხსენებული პროექტის მნიშვნელობა. 


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის
წევრებმა შეხვედრები გამართეთ  ესტონეთის პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; ასევე, ვეწვევიეთ რამდენიმე სკოლას და გავეცანით  მათი საქმიანობის ზოგად სპეციფიკას. 

პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული მასწავლებლები, ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, პეტრის საჯარო სკოლას ვეწვიეთ, გავეცანით სკოლის მუშაობის პრინციპებს და დავათვალიერეთ სკოლის ინფრასტრუქტურა.  ასევე, შეხვდვდით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებს და მივიღეთ ინფორმაცია ესტონეთში განათლების სისტემაში ინტეგრირებული, ასევე არაფორმალური განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობების შესახებ.

ჩვენ ასევე, ესტუმრეთ ქალაქ ვილიანდს და გავეცანით ქალაქის განვითარების ეტაპებს.  ვილიანდის ყოფილმა მერმა ანდო კივიბერგმა გვიმასპილძლა, რომელმაც პედაგოგებთან ქალაქის განვითარებაში ევროკავშირის მიერ გაწეული სდახმარებით მიღწეულ პროგრესსა და სარგებელზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ესტონეთის ევროკავშირში გაწევრების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე. მოგვიანებით,  ვილიანდის გიმნაზიის წარმომადგენლებს შევხვდით, რომლებმაც  მოგვაწოდეს ინფორმაცია ესტონური განათლების მოდელის, მიმდინარე რეფორმებისა და სკოლის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
ესტონურ მასწავლებელთა ჟურნალში ჩვენი ვიზიტის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

სასწავლო ვიზიტი ესტონეთში 4-8 ივნისს მიმდინარეობდა. ვიზიტში პროექტის "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გამარჯვებულები მონაწილეები, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში ესტონური განათლების სისტემას, მიმდინარე რეფორმებსა და ინიციატივებს, ასევე განათლების სფეროში ესტონურ გამოცდილებას გავეცანით.
ძალიან დიდი მადლობა,,საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ"ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისათვის,მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში,მადლობა მარიამ გიგაურს და მარიამ ჯაფარიძეს,რომლებიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყვნენ და ვგრძნობდით მხარდაჭერას და სითბოს, მთელი პროექტის განმავლობაში.ამ პროეტის ფარგლებში მუშაობისას მივიღეთ ევროპული გამოცდილება,ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში გავეცანით ესტონურ განათლების მოდელს,მიმდინარე რეფორმებს,სკოლების მუშაობს სპეციფიკას ...აქ მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.მინდა ავღნიშნო რომ ამ პროექტმა საშუალება მომცა, გამეცნო ქართველი წარმატებული პედაგოგები რომლბთანაც ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში დაუვიწყარი დღეები გავატარე. 



სემინარი-მასწავლებელი მეგზური"გზა ევროპისკენ"ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტისფონდის მხარდაჭერითმასწავლებლის სახლში ჩატარდა  კონფერენცია „მასწავლებელი -მეგზური ევროპისკენ“. კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონმა ვიქტორ დოლიძემ შერიგებისადა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქრთველოს სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ქეთევან ცოხელაშვილი,ესტონეთის საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქალბატონი კაი კაარელსონი, გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩოს მოადგილე   ქ-ნი მონიკა ლენჰარდტიფრიდრიხ ებერტის ფონდისწარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ნინობოლქვაძესაქართველოს განათლებისადა მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
კონფერენციის მიზანი იყო  მასწავლებლებმა მიღო ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირშიინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებგასცნობოდნენ იმ შესაძლებლობებს,რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობსასევეგაზიარებული გამოცდილება დამიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში
კონფერენცია ორდღიანი იყო  ( 7-9 მაისი,2017 წელი)
კონფერენციის პირველი დღე ( 8 მაისი)
08.30 სთ:  მასწავლებელთა რეგისტრაცია.
09.30სთკონფერენციიც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვითმიმართეს
 საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმასაქართველოში ქ-ნი კაი კაარელსონიმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმასაქართველოში ნინო ბოლქვაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისმოადგილემ ქეტევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა,საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ ქ-ნი მონიკა ლენჰარდტმა.
10.20 სთნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორისმოადგილემკონფერენციის მოდერატორმა წარადგინა გამარჯვებული პროექტებისავტორები.შესაბამისად მათ წარმოადგინეს პროექტები,ყველა მათგანი  საინტერესოიყო,მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად მომეწონა გორის N12 საჯარო სკოლის  ლელა წურწუმია პროექტი„ფორტბოიარდი გორის ციხეზე“,ასევე ლანჩხუთის, ჩიბათის სკოლის პედაგოგის ვლადიმერ აფხაზავას პროექტი:“ეთნო რძლები“.



13.30სთ-1740სთგანვიხილეთ საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიმომხენებლები:
„საქართველოს ევროპული არჩევანი“
1საქართველოს რეფორმების ასოციაცია,GRASS წარმომადგენელი ბ-ნიგიორგო გოგუაძე თემა: საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები,სამომავლო პერსპექტივები“
2ექსპერტი ბ-ნი გოგიტა ღვედაშვილი,თემა: „ასოცირების ხელშეკრულება,უვიზო რეჯჟიმის მნიშვნელობა“
საინტერესოდ წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი თითოეულმომხსენებელთან.მომხსენებლებმა ამომწურავად გასცეს პასუხი ყველაკითხვას.
16.00სთ-18.30 : განვიხილეთ თემა:  „ადამიანის უფლებები და განათლებაევროკავშირში
მომხსენებლები:
1.       მანანა რატიანი -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების   ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეთემა:განათლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
2.       -ნი ბესო ბოხაშვილი ,გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი  კომისრის წარმომადგენელი- UNHCHR
თემა:  „ადამიანის უფლებები ევროკავშირში“
ვერ ვიტყვი,რომ რომელიმე თემა უინტერესი ან ნაკლებად საინტერესიიყო,მაგრამ საგანგებოდ მინდა გამოვყო ქალბატონებისანანაცვლიშვილისა და მანანა რატიანის მოხსენებებიკიდე უფროსაინტერესო იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.
კონფერენციის პირველი დღე ნაყოფიერი,ბევრის მომცემი და საინტერესოიყო.
კონფერენციის მეორე დღე ( 9 მაისი)
კონფერენციის მეორე დღეც მოხსენებებით დაიწყო განვიხილეთ  თემარელიგიური ორგანიზების მდგომარეობა და ეკოლოგია ევროკავშირში“.
მომხსენებლები:
1ბ-ნი გიორგი ფარეშიშვილი,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე.
თემა: „ტრადიციები და რელიგიები ევროკავშირის ქვეყნებში“
3.       ბ-ნი  რევაზ გეთიაშვილი-CENN
თემა: ეკოლოგიური პრობლემები  და მათი გადაწყვეტის გზები ევროკავშირში“
კითხვა-პასუხის რეჟიმი საინტერესო იყო,განსაკუთრებით გამოვარჩევდიქალბატონ მანანა ქოჩლაძეს,რომლის პასუხები აბსოლუტურადგულწრფელი და ამომწურავი იყო.
10.20-15.00 –  სამუშაო სესია პედაგოგებთან (Workshop)
წინასწარ,რეგისტრაციის დროსდაგვყვეს 4 ჯგუფად  ( A,B.C,.D ),თითოეული ჯგუი შედგებოდა 25 მონაწილისგან.
ჯგუფები განგვათავსეს 4 სხვადასხვა სამუშაო ოთახში.ინსტრუქტორებიამირან ჯამაგიძელევან ახვლედიანიგიორგიგახელაძერუსუდან თედორაძე.
მოვხვდი C ჯგუფშიინსტუქტორი -  რუსუდან თედორაძე.ქალბატონმა რუსუდანმა  ჯგუფში შემავალი მასწავლებელი დაგვყო ოთხჯგუფად,თითოეულ ჯგუფს დასამუშავებლად  მოგვეცა თემები,საკითხის დამუშავების შემდეგ გვევალებოდა პრეზენტაციისწარდგენა.ჩემს ჯგუფს უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია თემაზე   „მწვანე სახლი
განვსაზღვრეთ პროექტის  თემა,მიზანი აქტივობები,   პროექტის ვადები:
•       ოქტომბერი - მაისი ( ივნისი - შემაჯამებელი ღონისძიება);
•       სამიზნე ჯგუფი:
•       VIII,IX-X კლასის მოსწავლეები

პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა ცნობირების ამაღლება -გზა ევროპისკენ;
ბიომრავალფეროვნება და ევროპული ლიტერატურა;
ეკოცნობიერების ამაღლება.
პროექტის ამოცანები:
Ø  ინფორმაციის  მოძიება და გაცნობა;
Ø  საგანთაშორის კავშირის მეშვეობით ცნობიერების ამაღლება;
Ø  ცოდნის გაღრმავება ევროპაში არსებული პრაქტიკის შესახებ დასიმულაცია.
პროექტის განხორციელების გზები/აქტივობები:
ტრენინგის ჩატარება; ადამიანი და ბუნება
ü  მოსწავლეებში ფუნქციების განაწილება;
ü  ინფორმაციის მოძიება,შეჯამება,პრეზენტაცის;

   ü  საჯარო ლექციები-მოწვეული სტუმრები;
ü  შეხვედრები  ამ სფეროში მოღვაწე სტრუ
ტურებთან (სატყეო მეურნეობა)
       E-twinning ევროპელ მოსწავლეებთან;
       ფოტო-ესსეების კონკურსები.
       თემატური ექსკურსიები (მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტრო);
       სიმულაციები (შემაჯამებელი): იმიტირებული პროცესები/დებატებისტურნირი;
·        ევრობანაკის შექმნა
·        პოსტერების დამზადება
       ბლოგის შექმნა/მულტიმედიური რესურსები.
·        სკოლაში ღონისძიების ჩატარება.
       საჭირო რესურსები:
       სახელმძღვანელოებიესგქართული და ევროპული საკანონმდებლოაქტებიინტერნეტი და კომპიუტერებიფოტო-ვიდეო კამერები,პროექტორისაკომუნიკაციო რესურსი (კავშირი პარტნიორორგანიზაციებთან), ფლაერები (სპონსორებთან);
Workshop-ის დასრულების შემდეგ ჩვენი ჯგუფების მიერ გაკეთებულიპრეზენტაციებიდა ან ერთ-ერთი უნდა შეგვერჩი ან შეგვეჯერებინაოთხივე  და წარგვედგინა კონფერენციისმონაწილეთათვის,გადავწყვიტეთ ოთხივევე ჯგუფის ნამუშევარიშეგვეჯერებინა,ჩამოვყალიბებულიყავით საბოლოო ვერსიაზე და ასეწარვსდექით მასწავლებლების წინაშე.
კონფერენციის წინაშე წარსდგა 4 პრეზენტატორი,რომელთაცევალებოდათ თავიანთი             (A,B.C,.D )ჯგუფის პრეზენტაციისწარდგენა.მინდა აღვნიშნო,რომ ყველა პრეზენტაცია საინტერესოიყო,საოცარი ხედვა დავინახე სხვა მასწავლებლების,რომელსაცაუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს მუშაობაში.
კონფერენციის დასასრულს  სერტიფიკატები გადმოგვცეს:
ნინო მაღრაძე-ჯანჯღავამ  -საინფორმაციო ცენტრი ნატოსა დაევროკავშირის შესახებპროექტის „მასწავლებელი -  მეგზურიევროპისაკენ“ კოორდინატორი,

მარინა ჯაფარიძემ -საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირისშესახებპროექტის „მასწავლებელი -  მეგზური ევროპისაკენკოორდინატორი,