პროექტის სახელწოდება:ჩემი სოფელი ,,წინანდალი''.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:მოსწავლეები უკეთესად გაეცნონ საკუთარ სოფელს.
პროექტის აქტუალობა:პროექტი იმით არის აქტუალური,რომ, მოსწავლეები კარგად არ იცნობენ საკუთარი სოფლის წარსულსა და აწმყოს.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები ამ პროექტის მეშვეობით შეისწავლიან სოფლის წარმოშობის ისტორიას, მის გეოგრაფიულ მდებარეობას, სოფლის აწმყოს...
მონაწილეთა ასაკი:14-წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:2-3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შექმნიან ბლოგს,ვიდეოს სოფლის შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ისტორიული წყაროები,საარქივო მასალები, ფოტოაპარატი,ხალხური გადმოცემები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი,ინტერნეტ რესურსი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა,სოფლის დაარსების ისტორია,საიდან მომდინარეობს სოფლის სახელწოდება,ცნობილი ადამიანები რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობდნენ(ცხოვრობენ),მოსახლეობის დემოგრაფია,ტრადიციების აღწერა,დღესასწაულები, სოფელში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის შესახებ ლეგენდას,თქმულებას,რეალურ ფაქტებს,გადაიღებენ ფოტოებს და შეაგროვებენ,მოინახულებენ სოფლის ისტორიულ ძეგლებს(დაადგენენ რომელი საუკუნის ძეგლია,დღეს რა მდგომარეობაშია...) აიღებენ ინტერვიუს წინანდლის ცნობილ ადამიანებთან,ესტუმრებიან წინანდლის მუზეუმს,გაეცნობიან საარქივო მასალებს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,გეოგრაფიასთნ,ისტორიასთან,ქართულ ლიტერატურასთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ირმა ლაფაური.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:irma.lapauri@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irmalapauri.blogspot.com
Friday, November 22, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)